გულის მსოფლიო დღე 29 სექტემბერი, 2013 წელი

გულის მსოფლიო დღე 29 სექტემბერი, 2013 წელი

30. სექ, 2013 / მთავარი

ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია  29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღეს  აღნიშნავს.  2012 წელს, 118 ქვეყნის მონაწილეობითა და ორგანიზებით  977 ღონისძიება დაიგეგმა (ყველაზე მეტი, გულის დაავადებების საწინააღმდეგო კამპანიის  ისტორიაში). 2013 წლის გულის მსოფლიო დღის მიზანია პრევენციის გზით გულ–სისხლძარღვთა დაავადებების შემცირება.

სამიზნე აუდიტორია

მსოფლიოში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. არაგადამდები დაავადებებით 36 მილიონი გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების  ტვირთია. 2012  წელს,  მაისში   ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციამ  მსოფლიო ასამბლეაზე, 194  ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით  ვალდებულება აიღო  არაგადამდები დაავადებების  და მათ შორის  კარდიოვასკულური დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილობა 2025 წლისთვის  25%–ით შეამცირებისა.. განსაკუთრებული აქცენტი მიმართულია  ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობაზე,  მოსახლეობის ინფორმირების გზით  გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა  და ინსულტის რისკის შემცირებისათვის. ამ დღეს,  გულის მსოფლიო ფედერაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, როგორიცაა საჯარო საუბრები, სკრინინგი, მსვლელობა და სირბილი, სამეცნიერო შეხვედრები, სატელევიზიო შოუები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, სამეცნიერო ფორუმები, ფესტივალები და ა.შ. სამიზნე ჯგუფებია, ბავშვები, მოზარდები,  ზრდასრული და ხანდაზმული ადამიანები.

მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება. გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა 80% რეგისტრირებულია დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. გათვლებით დადგენილია, რომ 2030 წლისთვის გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი 23.6 მილიონს  მიაღწევს.

გულის დაავადებებისა და ინსულტის ძირითადი რისკ–ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარება, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი მიღება, ჭარბი წონა, სიმსუქნე და დაბალი ფიზიკური აქტივობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისთვის. მასში გაერთიანებული 25 ინდიკატორი და 9 ნებაყოფლობითი მიზანი,რომელიც ოფიციალურად დამტკიცდა 2013 წლის მაისში. არაგადამდებ დაავადებათა  პრევენციისა და მართვისათვის აუცილებელია პრობლემისადმი სწორი მიდგომა. გულის მსოფლიო დღე ორიენტირებულია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია  გარკვეულ სამიზნე ასაკობრივ ჯგუფებზე, რათა მოხდეს დაავადების სიხშირის  შემცირება. მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია სამთავრობო აქტივობა, თუმცა აუცილებელია საზოგადოების პასუხისმგებლობა და ჩართულობა ჯანდაცვის სისტემის მუშაკებთან ერთად.

გულსისხლძართვთა დაავადებების რისკ–ფაქტორები

გულ-სისხლძართვთა დაავადებების უმრავლესობა  გამოწვეულია ისეთი რისკ–ფაქტორებით, რომელიც  შესაძლებელია გაკონტროლდეს  მოდიფიცირდეს, როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლი, ჭარბი წონა/სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და დიაბეტი. თუმცა ამავე დროს არსებობს ისეთი რის–ფაქტორები რომელთა კონტროლი არ არის შესაძლებელი.

სიკვდილობის წამყვანი რისკ–ფაქტორად კი გვევლინება მაღალი  არტერიული წნევა (13% მთლიანი სიკდილობის), შემდეგ მოდის თამბაქოს მოხმარება (9%), გლუკოზის მომატება სისხლში (6%), არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა (6%) და ჭარბი წონა / სიმსუქნე (5%).

მოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:

ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)

თამბაქოს მოხმარება

მომატებული გლუკოზა სისხლში(დიაბეტი)

არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა

არაჯანსაღი კვება

ქოლესტერინი/ლიპიდები

ჭარბი წონა და სიმსუქნე

არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:

გარდა მოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორისა არსებობს გარკვეული რისკ–ფაქტორები, რომელთა შეცვლა შეუძლებელია. ადამიანებმა, რომელთაც  აქვთ  მაღალი რისკი–ამ მიმართულებით, უნდა გაიარონ რეგულარული შემოწმება.

ასაკი

კარდიოვასკულური დაავადებების გავრცელების ზრდა უფრო მეტად ასაკის მატებასთან ერთად ხდება. მიუხედავად დაავადების არქონისა, წლების განმავლობაში ადამიანის გული განიცდის მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს.

ასაკის მატებასთან ერთად შესაძლებელია გულის, კამერების კედლების გასქელება,გულის კუნთის კუმშვადობის შესუსტება და შესაბამისად  გულის  სატუმბი ფუნქციის დაქვეითება.

კარდიოვასკულური დაავადებები აზიანებს გულს,ხოლო ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ამწვავებს პრობლემას ან მის  მკურნალობას.

სქესი

გულის დაავადებების განვითარების რისკის უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, მენოპაუზამდელ პერიოდში. მენოპაუზის შემდეგ ქალისა და მამაკაცის  რისკი თანაბარია  ინსულტის განვითარებაში.

ოჯახის ისტორია

მემკვიდრული ფაქტორი გულსისხლძართვთა დაავადების მხრივ, მიუთითებს პიროვნების რისკზე. თუ პირველი რიგის  სისხლის ნათესავს ჰქონდა გულის კორონარული დაავადება ან ინსულტი 55 წლის ასაკამდე (მამრობითი ნათესავი) ან 65 წლამდე (მდედრობითი ნათესავი), ამ შემთხვევაში რისკი იზრდება.

გულსისხლძართვთა დაავადებები საქართველოში

ქართული პოპულაციის ავადობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში პრიორიტეტულია კარდიო–ვასკულური დაავადებები. 10 ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას შორის პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია, მისი გავრცელების მაჩვენებელი 2004–2010 წლის პერიოდში დაახლოებით 1.5 ჯერ გაიზარდა. არტერიული ჰიპერტენზია –სისხლძარღვოვანი კატასტროფების–მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორია.

საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა რისკ ფაქტორების კვლევის (STEPS 2010) შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 40%–ს სამი ან მეტი რისკის ფაქტორი აღენიშნება.

საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზიის დინამიკა ბავშვებში, რომლის გავრცელების მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში 2.5–ჯერ გაიზარდა.  ბავშვთა ადრეულ ასაკში მაღალი არტერიული წნევის ეფექტური მართვით მოზრდილებშ გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი მცირდება.

2013 წელს, დაგეგმილია აქტივობები დედათა და ბავშვთა შორის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების სათანადო შეფასებისა და მართვის გაუმჯობესების მიმართულებით,  დაავადების ტვირთისა და  გულის დაავადებებითა და ინსულტით სსიკვდილობის 25%–ით შესამცირებლად2025 წლისათვის. სწორი მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავიცვათ მომავალი თაობები არაგადამდები დაავადებებისაგან. ეს შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის  პოპულარიზაციითა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდით. გულ–სისხლძარღვთა დაავადებები გვევლინება ნომერ პირველ მკვლელად ქალებში. თუმცა,ხშირად ისინი  არ აფასებენ ინვალიდობისა და სიკვდილობის  რისკს  გულის დაავადებებისა, ან ინსულტის შემთხვევაში.

რისკ–ფაქტორების შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით. ფიზიკური აქტივობა,  ჯანსაღი კვება და თამბაქოზე უარის თქმა  ქალებს შორის სასურველია არა მხოლოდ მათი, არამედ მათი შვილების ჯანმრთელობისათვის,   იმისათვის,  რომ დავიცვათ მომავალი თაობა გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისაგან.  მშობლების საქციელი წაახალისებს   მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დახმარებით  შეინარჩუნონ ჯანმრთელი გული ბავშვობიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

წყარო: http://ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=646

Tags: , , ,