ბრიფინგი C ჰეპატიტის სკრინინგის შესახებ

ბრიფინგი C ჰეპატიტის სკრინინგის შესახებ

22. დეკ, 2015 / მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ და დაავდებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ C ჰეპატიტის სკრინიგის თემაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგზე იმ შეფასებებზე ისაუბრეს, რომლებიც პროექტმა პირველ ეტაპზე რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ C ჰეპატიტის პროექტი შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო.
ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში, უკვე შემდგომი უახლესი თაობის პრეპარატი „ჰარვონი” შემოვა, რომლის გამოყენებაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობის პროცესს.
მინისტრის მოადგილემ და ცენტრის დირექტორმა, კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, რომ დროულად ჩაიტარონ ტესტირება C ჰეპატიტის ვირუსზე.

საყოველთაო სკრინინგში რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჩაერთო. პირველ ეტაპზე შემოწმება მცხეთის, რუსთავის, ქურთის, ახალგორის, გორის, კასპისა და ხაშურის რაიონული ცენტრების მედპერსონალმა გაიარა. C ჰეპატიტის სკრინინგში ექიმებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში მოსახლეობის ნებაყოფლობითი სკრინინგი 2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო.