ბრიფინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდიანრეობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ

ბრიფინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდიანრეობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ

19. დეკ, 2015 / მთავარი

დღეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივ ბრიფინგზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მნიშვნელოვანი სიახლეა. პროგრამაში შემოდის ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი ჰარვონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ პაციენტს მისცემს საშუალებას დაამაცხოს C ჰეპატიტი და სრულად განიკურნოს. ძვირადღირებული მედიკამენტი „ჰარვონი\”, ისევე, როგორც პროგრამის დღეს არსებული მედიკამენტი „სოფოსბუვური\”, საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ მიეწოდებათ. პრეპარატის მწარმოებელი კომპანია „გილეადის\” გადაწყვეტილებით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობიდან გამომდინარე, საქართველოს უწყვეტად მიაწვდის მედიკამენტებს, რათა პროგრამა არ შეფერხდეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აცხადებს მზაობას, უზრუნველყოს პროგრამის უწყვეტი და შეუფერხებელი განხორციელება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროგრამის მეორე ეტაპს ხელი მოეწერება 2016 წლის იანვარში, რის შემდეგაც მედიკამენტი ჰარვონი უმოკლეს ვადაში საქართველოში შემოვა. წლის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამის ფარგლებში 20 000 პაციენტის მკურნალობა. მინისტრის განცხადებით პროგრამა გაგრძელდება უწყვეტად, ვიდრე ბოლო პაციენტი არ მიიღებს მედიკამენტს. დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფს და ექიმებს, პროგრამის წარმატებით მიმდიანრეობაში შეტანილი წვლილისთვის.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, რათა დაადგინოს არის თუ არა ინფიცირებული და დროულად ჩაიტაროს მკურნალობა.
დღეის მდგოამრეობით პროგრამაში ჩართულია 6300-ზე მეტი ადამიანი. აქედან 43-მა პაციენტმა უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი და სრულად განიკურნა.