ახალი ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანია

ახალი ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანია

20. დეკ, 2013 / მთავარი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა დღეს ახალი ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანიისადმი, „იყავი ნამდვილი”, მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. ერთწლიანი საინფორმაციო კამპანია 14-24 წლის მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობისა და ნარკოტიკების მოხმარების საფრთხეებისშესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. კამპანიას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონთან” თანამშრომლობით და შშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საინფორმაციო კამპანია ითვალისწინებს საინფორმაციო მასალებისა და სარეკლამო რგოლებისნ შექმნას, სატელეფონო საინფორმაციო/საკონსულტაციო ხაზის დაარსებას, სადაც შესაძლებელი იქნება საჭირო ინფორმაციისა და დახმარების მიღება. ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდა თანასწორ – განმანათლებლებისთვის საგანმანათლებლო კამპანიის მოწყობას. თანასწორ-განმანათლებლების კამპანიების ფარგლებში, შეირჩევიან და მომზადდებიან ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ სოციალურ ქსელებში თანატოლებს მიაწოდებენ ინფორმაციას და დაეხმარებიან ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის ეფექტიანი საშუალებების შესახებ არსებული მეცნიერული ,ტკიცებულებების საფუძველზე, შემუშავდეს პოლიტიკა და პროგრამები ბავშვებისთვის, რომლებიც დაეხმარება მათ თავი დაანებონ ნარკოტიკებს ან შეამცირონ მოხმარების შედეგად მიღებული ზიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ამგვარი პოლიტიკა და პროგრამები ასევე უნდა ცდილობდნენ შეამცირონ ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი, როგორიცაა აივ ინფექცია და ცე ჰეპატიტი, რომლებიც გადადის ინექციური მოხმარებით.

საქართველოში ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა სავარაუდო რიცხვი 40000-დან (2009წელი)გაიზარდა 45000-მდე(2012წელი). არაინექციური ნარკოტიკის მოხმარების დაწყების მედიანური ასაკი საქართველოში 15-16წელია, ხოლო ინექციური ნარკოტიკის პირველი მოხმარებისა კი 18-20წელი. საქართველოს სტუდენტთა 20% ერთხელ მაინც აქვს გასინჯული უკანონო ნარკოტიკი. ინექციური ნარკოტიკების მოხმარება დაკავშირებულია სისხლით გადამდები ვირუსების გავრცელების მაღალ რისკთან.