ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

17. ნოე, 2015 / მთავარი

ყოველი წლის ნოემბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღეს, წელს კი პირველად 16-22 ნოემბერს ,,ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული” გაიმართება სლოგანით ,,გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად”.
კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და ბიძგი მისცეს იმ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. ის საგანგაშოდ მაღალ დონეს აღწევს მსოფლიოს ყველა კუთხეში და ხელს უშლის ინფექციური დაავადებების მკურნალობაში.
პრესკონფერენციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც პრაქტიკოსმა ამ თემის მიმართ. ექიმებმა თავისი შეხედულებები გამოთქვეს.

 

წყარო: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2566