ბათუმში ბავშვთა დახმარების ცენტრი გაიხსნება
02. მაი, 2012 .
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი (PHMDF) ბათუმში ფილიალს ხსნის, სადაც დახმარებას აღმოუჩენენ ბავშვებს, რომლებზეც ძალადობა ხორციელდება. ბავშვთა დახმარების ცენტრთან ერთად ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას შეეძლება მსგავს ფაქტებზე სატელეფონო კონსულტაცია მიიღოს. ცენტრის გახსნასთან ერთად PHMDF-ის თანამშრომლები სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს სამდღიან ტრენინგს ჩაუტარებენ. ბავშვთა დახმარების ცენტრის ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პედიატრი და იურისტი [...]
გაგრძელება
ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა
02. მაი, 2012 .
2012 წლის 30 აპრილს მთავრობის სხდომაზე ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა დამტკიცდა. 2012 წლის 1 სექტემბრიდან უკლებლივ ყველა პენსიონერი და ასევე 0-დან 5- წლის ჩათვლით ბავშვები დაეზღვევიან სახელმწიფოს მიერ. მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეისათვის, მოსახლეობის 25% სახელმწიფო დაზღვევის მფლობელია და მოიცავს შემდეგ მიზნობრივ ჯგუფებს: სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსა და სხვა შესაბამისი [...]
გაგრძელება
მედიაციის სამსახური ადამიანის უფლებათა დასაცავად ჯანდაცვის სფეროში
26. აპრ, 2012 .
2012 წლის 27 აპრილს 16.00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში” გამართავს სადისკუსიო შეხვედრას, რომელიც შეეხება სამედიცინო მედიაციის შექმნისა და განვითარების პერსპექტივებს საქართველოში. კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში”, რომელიც 8 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს 2011 წლიდან ახორციელებს პროექტს „ჯანდაცვაში ადამიანის უფლებების დაცვა მედიაციის სამსახურის განვითარების გზით”. ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა [...]
გაგრძელება
ევროპის იმუნიზაციის კვირეული
21. აპრ, 2012 .
21-27 აპრილს საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში, ჩატარდება იმუნიზაციის კვირეული. აღნიშნული ღონისძიება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული და ის ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე მედიისა და ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება. ევროპის იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით [...]

English
ქართული








